კომუნიკაციების კომისიამ “მაგთიკომისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხზე ზეპირი მოსმენა დაასრულა. კომუნიკაციების კომისიამ ევროპელი ექსპერტების მიერ მომზადებული მობილური ბაზრის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, შესაძლოა, მაგთიკომი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოაცხადოს, ახალი ვალდებულებები დააკისროს და ბაზრის გახსნა მოსთხოვოს. თავად მაგთიკომი კვლევაში მოყვანილ პოზიციებს არ იზიარებს და კომისიას რეგულაციების ნეგატიური შედეგების შესახებ აფრთხილებს. თავად კომისია მაგთის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს. როგორ დასრულდა თითქმის 4 საათიანი განხილვა მარეგულირებელში და როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია.