"მაგთიკომი" ტელევიზიის პაკეტის გაძვირების მიზეზებს განმარტავს.
"მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ტელეარხები სატრანზიტო მაუწყებლებს მათი არხების ტრანსლირების სანაცვლოდ გარკვეული საფასურის გადახდას სთხოვენ. ქართულმა ტელეარხებმაც მისდიეს აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკას, რასთანაც მაგთიკომს პრინციპული წინააღმდეგობა ვერ ექნება. მაგთიკომი ვერ დატოვებს მომხმარებლებს რეიტინგული ქართული არხების გარეშე",- აცხადებენ "მაგთიკომში".
მაგთიმ ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა, - კომპანიამ აბონენტებს ახალი ფასის შესახებ უკვე აცნობა.

























