"კომუნიკაციების კომისიამ" კომპანია „მაგთიკომი“ მობილური მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად აღიარა და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა. მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღების დროს ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს ქმნის. შესაბამისად, მაგთი ვალდებული იქნება, საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ოპერატორები დაუშვას, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორებს ინფრასტრუქტურა მიაქირაოს. თავად მაგთიკომი კი მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არაარგუმენტირებულია და კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. რა არგუმენტები აქვს კომუნიკაციების კომისიას, რას პასუხობს მარეგულირებელი მაგთიკომს და მოსალოდნელია თუ არა, რომ მაგთი ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გამოცხადდეს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად?