მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაგთიკომის მიერ დელტაკომის შეძენის შემთხვევაში ბაზარზე, დიდ კომპანიებს შორის, კონკურენცია გამძაფრდება"

5811a5257630d
BM.GE
27.10.16 10:48
1468
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე მაგთიკომის მიერ დელტაკომის შეძენის შემთხვევაში ბაზარზე დიდ კომპანიებს შორის კონკურენციის გამძრაფებას ელოდება. როგორც აბაშიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, კომპანიების გამსხვილება საერთაშორისო ტრენდია, რაც ძირითადად გამძაფრებული კონკურენციითაა გამოწვეული.

"კონკურენცია იმდენად გამძაფრდა ბაზარზე და იმდენად შეიზღუდა ახალი რესურსების მოძიება, რომ კომპანიები ვალდებულები არიან რომ აბონენტებს სატელეკომუნიკაციო მომსახურების სრული პაკეტები შესთავაზონ და ამით აითვისონ ახალი სააბონენტო ბაზა. იგივე ხდება საქართველოშიც.

მაგთიმ ამ წლის განმავლობაში ძალიან დიდი ტრანზაქცია განახორციელა და შეიძენა კომპანია "კავკასუსის" აქტივები.

ახლა მათ დელტაკომთან ერთად შემოიტანეს განაცხადა და საუბარია დელტაკომის ინფრასტრუქტურის და 100%-ის შეძენაზე.

დელტაკომს ინტერნეტ მომსახურების ნაწილში 25 000 აბონენტი ჰყავს, ეს სურათს დიდად კონკურენციის თვალსაზრისით არ ცვლის. აქ მთავარია ის ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომლის შესყიდვის განზრახულობაზეც საუბარია. თავისთავად ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს დიდ კომპანიებს შორის კონკურენციას და შექმნის მეტ მიმზიდველობას უცხოური საინვესტიციო ჯგუფებისთვის.  დაინტერესების კუთხით", - განაცხადა აბაშიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები