მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაგთიკომის მიერ ინტერნეტის გაძვირება მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება"

5a547bfb58829
BM.GE
09.01.18 13:00
1267
OK&CG-ის ადვოკატის ოთარ კაჭკაჭაშვილის განცხადებით, მაგთიკომის მიერ მობილური ინტერნეტის ტარიფის გაძვირება მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"იმ მოცემულობაში, როცა საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე ½ ნაწილი აქტიურად მოიხმარს ინტერნეტს, ხოლო კომპანია "მაგთიკომი" აღნიშნულ სფეროში დომინანტი კომპანიაა, „შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება,“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს შესაბამისი კანონი, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა აქტიურად მოუწოდებს ქვეყნებს,მათ შორის საქართველოს, იზრუნოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კანონმდებლობის განვითარებაზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოში მომხმარებელთა უფლებები კანონით დაცული არ გახლავთ. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წლის 8 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ მოცემული კანონი მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. ამდენად, ბაზარზე მოქმედი კომპანიები ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ მომხმარებელთა უფლებები არ გახლავთ დარეგულირებული კანონით, თუმცა სახელმწიფო და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია, იზრუნოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კანონის ამოქმედებაზე",- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ მაგთიმ მომამხრებელს აცნობა, რომ 18 იანვრიდან მობილურ ინტერნეტს აძვირებს. მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. თუმცა, მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის მიზეზები არგუმენტაციად არ მიიჩნია და განაცხადა, რომ გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. 

myadvokat.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები