მაგთიკომმა 5G ქსელი გაუშვა. ქვეყნის უმსხვილესმა ოპერატორმა ამ მიზნით 1 კომბინირებული და რამდენიმე ცალკე მდგომი სიხშირეების ლიცენზიები შეიძინა, რაშიც 149 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის. ინვესტიციის 30%-ი ბიუჯეტში უკვე შეტანილია. ლიცენზიების შეძენით მაგთიკომი ვალდებულებას იღებს მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. არის თუ არა დღეს საქართველოში მოთხოვნა 5G ინტერნეტზე და როგორია მაგთის საინვესტიციო გეგმები?