მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაგთის მიერ დელტაკომის 100%-ის შეძენის შემთხვევაში, საცალო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება"

581ca16aad0d4
სალომე მეცხვარიშვილი
04.11.16 18:50
1689
მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-ის შეძენის შემთხვევაში საცალო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება- ასეთია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პირველადი დასკვნის შედეგი, რომელმაც გამოიკვლია, თუ რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვა. თუმცა, დელტაკომი ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მფლობელია, ამიტომ ამ მხრივ შესაძლოა მაგთიკომს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუწიოს, რაზეც კომისია მომავალში იმსჯელებს.

“ბაზრის სტრუქტურა მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება, რამენადაც საცალო ბაზარზე დელტაკომი ძალიან პატარა წილით არის წარმოდგენილი. მას დაახლოებით 32 ათასი საცალო მომხმარებელი ჰყავს.

შესაბამისად ის უფრო არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მფლობელი, საცალო შემთხვევაში ბაზრის სტურუქტრა ოდნავ შეიცვლება, არაუმეტეს 6%-7%-ისა. ინფრასტრუქტურულ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია, შესაბამისად, გვექნება მნიშვნელოვანი ვალდებულებების დაკისრებაზე მსჯელობა”,- განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ აბაშიძემ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეკომენდაციაა, არ მოხდეს კომპანიების ერთმანეთთან შერწყმა და მაგთიკომმა მხოლოდ 100%-იანი წილის შესყიდვა განახორციელოს. მიზეზი ისაა, რომ ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მაგთიკომმა საბითუმო ბაზარზე ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს - საცალო მომსახურების სეგმენტზე კონკურენტებს გაუძვიროს საბითუმო მომსახურება და შეზღუდოს კონკურენტები სხვადასხვა ქმედებებში.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას თავად კომპანია მაგთიკომისა და დელტაკომის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. ამავე საკითხზე მომდევნო სხდომა კომისიაში 15 ნოემბერს ჩაინიშნა. სწორედ 10 დღეში გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, მისცემს თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მაგთიკომს დელტაკომის 100%-იანი წილის შეძენის უფლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები