მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაჰირ მამედოვი: SOCAR საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას არ გეგმავს

573db7b550d1f
BM.GE
19.05.16 16:53
2173
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას აღარ გეგმავს, - ამის შესახებ კომპანია SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს.

"ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე SOCAR ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სქართველოში აშენების არანაირი გეგმა არ აქვს", - აღნიშნავს მამედოვი.

"2012 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას SOCAR ფოთში ააშენებდა, მაგრამ გადაწყვეტილება ამის შესახებ დღემდე არ მიუღიათ.

საქართველოში დღემდე არც ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არის, ამიტომაც ეწევა ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტს", - წერს აზერბაიჯანული მედია.

შეგახსენებთ, რომ "სახემწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს Socar Georgia Investment-ისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 31 დეკემბრამდე, SOCAR-ი წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ქარხანას ააშენებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები