მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ბითაძე: დაგეგმილი პროექტები, რიგ შემთხვევაში, ტრანსპორტის შეფერხებას გამოიწვევს

5c50745e92050
დათო ჯალაღონია
29.01.19 20:50
1172
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბები სამომავლოდ მხოლოდ გაიზრდება.

რაც შეეხება 2019 წელს დაგეგმილ სამუშაოებს, მერის მოადგილე განმარტავს, რომ ეს გარკვეულწილად სატრანსპორტო მოძრაობაზე აისახება.

„ძალიან მასშტაბურია პროექტები, რომელიც 2019-2020 წლებში განხორციელდება. ჩვენ შარშანაც დავაანონსეთ, რომ ის მასშტაბი პროექტებისა, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, კიდევ უფრო გაგრძელდება. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა კარგად გაიგებს, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი - იმისთვის, რომ კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, რომლიც მოძველებულია და ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის, გადაუდებლად საჭიროებს როგორც რეაბილიტაციას, ისე განვითარებას. ეს არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება ფიზიკურად მოესწროს 2019 წელს და შემდეგ 2020 წელს გაგრძელდეს, თუმცა ვპირდებით მოსახლეობას, რომ 2020 წელსაც უფრო მასშტაბური პროექტები იქნება შეთავაზებული და ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ თბილისის რეაბილიტაცია“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს თბილისის მერია 400 მლნ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები