მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ გიორგი გახარია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს

5d751afc94d9f
BM.GE
08.09.19 19:14
571
დარწმუნებული ვარ გიორგი გახარია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს ჩვენს გუნდს და რაც მთავარია, შევძლებთ გაცემული დაპირებების შესრულებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრუსი მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

„ერთხელ უკვე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ხალხი არ ითხოვდა გახარიას გადადგომას, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ხშირად პირადად ვისმენ რას ფიქრობენ მთავრობაზე და იმაზე უნდა გადამდგარიყო თუ არა შინაგან საქმეთ მინისტრი. რაც შეეხება შეკითხვას - ვინ იყო ის ათასობით ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, ისინი პარლამენტის წინ იდგნენ ჩვენი ეროვნული ღირსების შელახვის წინააღმდეგ, როცა ბატონი გავრილოვი ვიხილეთ პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ეს პროტესტი ჩვენმა ხელისუფლებამ სრულად გაიზიარა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ბატონი გიორგი მაშინაც ამბობდა, რომ სწორედ მისი პასუხისმგებლობა იყო საჯარო ინსტიტუციის, ასევე იმ პოლიციელების დაცვა, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები