ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით სახელმწიფო ორ მნიშვნელოვან ცვლილებას დასთანხმდა.
ამის შესახებ ვიცეპრემიერმა პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის და კონსორციუმთან გაფორმებული გარიგების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
მინისტრის თქმით, პირველი ცვლილება პროექტის გადავადების საკიხთს ეხებოდა, ხოლო მეორე ცვლილებით - მთავრობა 100 მილიონი დოლარის ოდენობით სუბორდინირებული სესხის გაცემაზე დასთანხმდა, რომელიც 400 მილიონი დოლარის ოდენობის ძირითადი სესხები დაფარვის შემდეგ უნდა დაიფაროს.
„ეს სესხია, თუმცა სუბორდინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსორციუმი ამ თანხას საკუთარი კაპიტალის შევსების სახით იყენებს და შესაბამისად, მას საკუთარი კაპიტალის სახით 100 მილიონი დოლარით ნაკლები თანხა აქვს შესავსები,“ - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ცქიტიშვილმა.

























