მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის დონორებთან შეხვედრის თარიღის დაზუსტება მიმდინარეობს

5cb457d98a2bb
ლიკა გურაბანიძე
15.04.19 14:06
687
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ამჟამად დონორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღის დაზუსტება მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მათთვის მისაღებ თარიღს ველოდებით; შეხვედრაზე აპრილში ვართ შეთანხმებულები, თუმცა ახლა კონკრეტული თარიღი ზუსტდება. მხოლოდ ასეთი მოლაპარაკების და შეხვედრების შედეგად იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რა პოზიციების მიღება იქნება ჩვენთვის შესაძლებელი. შესაძლოა, ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ჩვენი არგუმენტაციის ახსნა შევძლოთ და მოლაპარაკებაა ის პროცესი, რომლის დროსაც პოზიციების დაახლოება, შეჯერება ხდება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ეს ბოლო შეხვედრა არ იქნება.

„ეს არ არის ბოლო შეხვედრა და არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ამ შეხვედრის შედეგად ყველაფერი ცხადი იქნება. ეს არის პროცესი, რომელსაც შესაბამისი დრო და მუშაობა სჭირდება ყველა მხრიდან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები