მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა

5b509a97259de
BM.GE
19.07.18 18:04
598
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამინისტროების რაოდენობა შემცირდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სოზარ სუბარის ყოფილი უწყებიდან დევნილთა განსახლების ფუნქცია გადაეცა.

მაია ცქიტიშვილი სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდა. მინისტრმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობების შესახებ, დაინტერესდა რა სახის პრობლებემი არსებობს და როგორ შეიძლება მათი მოგვარება.

,,მიმდინარეობს სტრუქტურული გადალაგების პროცესი. ჩვენი ამოცანაა ვადებისა და ხარისხის დაცვით, სწორად დავგეგმოთ სამომავლო პროცესი, რათა დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევქმნათ“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - მუნიციპალური განვითარების ფონდის კომპეტენციაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები