მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი FDI-ის შემცირების ფაქტზე: მე საერთოდ არ ვაფასებ ამას, როგორც კლებას <VIDEO>

5d0272926c624
თელარა გელანტია
13.06.19 20:15
1162
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის შეფასებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 6.3%-ით პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში პრობლემებია.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა bm.ge-ის თემის კომენტირებისას განუცხადა და დასძინა, რომ უცხოური ინვესტიციების შემცირებაში განსაკუთრებული არაფერია.

კითხვას , რამდენად საგანგაშოა FDI-ის კლება, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„მე საერთოდ არ ვაფასებ ამას, როგორც - კლებას. ეს არის მხოლოდ რიცხვებში სტატისტიკური მაჩვენებელი, ინდიკატორი, რომელიც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ეს არ ასახავს სრულ დინამიკას. პირიქით, დინამიკა გვაქვს პოზიტიური. დინამიკის შეფასება წლიდან წლამდე უფრო სწორია, ვიდრე კვარტალი - კვარტალთან... და ამ ნაწილში ეკონომიკური ზრდა გვაქვს ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენ ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილი მიღწეული შედეგებით და ყოველთვის გვენდომება მეტი, მაგრამ ეს ციფრი არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა გვაქვს ეკონომიკაში“- განაცხადა მინისტრმა.

ცქიტიშვილი ირწმუნება, რომ საქართველო არათუ  მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ძალიან ბევრი ინვესტორის ყურადღების ცენტრში ექცევა.

ამასთან, bm.ge-ის დამატებით კითხვაზე - საინვესტიციო მიმზიდველობა რატომ არ გამოიხატება კონკრეტულ რიცხვებში და რატომ გვქონდა 2018 წელს FDI-ის 35%-იანი კლება, პირველ ვიცე-პრემიერს შემდეგი პასუხი აქვს:

„ჩვენ ახლა ვადარებთ უშუალოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ციფრებს ამ წლის პირველ კვარტალს იმ წლის პირველ კვარტალთან... რაც შეეხება 2018 წლის სტატისტიკას, ჩვენ არ გვქონდა მთლიანად ინვესტიციების კლება; ჩვენ შესაძლოა, გვქონდა სხვადასხვა სექტორში კლება... ჩვენ ჯერ კიდევ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი ინვესტიციების მოცულობა ჯერ კიდევ არაა ისეთი, რომ ერთ ინვესტიციას არ ჰქონოდა გავლენა. იცით, რომ BP-ის ინვესტიციის და ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებაც აისახება ჩვენს ციფრებში; სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი პოლიტიკა. სწორედ ამისკენ არის მიმართული ის გახსნილობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების ხელმოწერის პროცესში ვართ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები