მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: გურიის მოსახლეობის 58%-ს წყალმომარაგების ცენტრალიზებულ სისტემასთან წვდომა არ აქვს

5c52aca2d80ab
BM.GE
31.01.19 12:14
940
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს 2019 წლის გეგმები წარადგინა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია იქნება.

ცქიტიშვილის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა არსებული ვითარება გურიასა და შიდა ქართლში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წყალმომარაგების სისტემასთან წვდომა არ აქვს.

“2019 წელს დასრულებდა მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების სისტემის ანუ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის და გამწმენდი სისტემების მოწყობის სამუშაოები. ასევე დასრულდება ქუთაისის, ჭიათურის, ზუგდიდის, ჯვრის, ურეკის და გარდაბნის წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ პროექტის შედეგად, მხოლოდ ქუთაისში 144,000 ადამიანი შეძლებს მიიღოს უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება. ასევე, ზუგდიდის რაიონში 50,000-ზე მეტს ექნება წვდომა, ასევე გამართულ წყალმომარაგებასთან.

გურია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, სადაც მოსახლეობის 58%-ს არ აქვს წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგების სისტემასთან. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს გურიის დიდ სოფლებში წყალმომარაგების სისტემის გაყვანა. ასევე რთული ვითარება გვაქვს შიდა ქართლში. 

ჯამში ამ პროექტების დასრულების შემდეგ, 430,000 ადამიანს ექნება წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებასთან,” - ამბობს ცქიტიშვილი.

მინისტრის თქმით, წელს ასევე იგეგმება ქვეყნის წყალმომარაგების ქსელების ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც სამინისტრო დაადგენს, რა მიმართულებების რეაბილიტაცია იქნება პრიორიტეტული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები