ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის აზრით, მინისტრების სისუსტე და სიძლიერე მათი გაკეთებული საქმეებით ფასდება.
ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რომელი მინისტრი შეიძლება იყოს ივანიშვილისთვის „სუსტი მინისტრი“.
„თითოეული მინისტრის სისუსტე და სიძლიერე ჩვენი გაკეთებული საქმეებით და მიღწეული შედეგებით ფასდება. მე შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა ერთ-ერთ ყველაზე კარგი შემადგენლობაა, რომელიც გვქონდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის აზრით, მთავრობის არსებული შემადგენლობა „ძალიან აქტიურად მუშაობს“.
„რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება უკეთესი ვინატროთ, მაგრამ დაგარწმუნებთ, რომ ეს არის ის გუნდი, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენი ქვეყანა უკეთესი გავხადოთ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

























