მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი-მოვაჭრეებს: რაც შეიძლება სწრაფად უნდა აუღოთ ალღო ცვლილებებს

5fc0c84a0e811
ინგა მურუსიძე
27.11.20 13:42
1614
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ცალკეულ მოვაჭრეებს ურჩევს, ცვლილებებს რაც შეიძლება, სწრაფად აუღონ ალღო. როგორც ის ამბობს, ყველა უნდა გადაეწყოს ახალ რეალობაზე, რაც მომხმარებელტან მეტად დისტანციურ ურთიერთობას გულისხმობს. ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მედიის კითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ასე მუშაობა სირთულეს წარმოადგენს. ჟურნალისტმა მაგალითად "ელიავას ბაზრობა" მოიყვანა. 

„გადაწყობის პროცესი ძალიან რთულია, საქმე ის არის, რომ უკვე ერთხელ გამოვიარეთ ის ეტაპი, როცა ყველა ჩვენი ბაზრობა და სავაჭრო ქსელი მუშაობდა ონლაინ-რეჟიმში. კარგად გვესმის, რომ დისტანციური მომსახურეობა განსხვავდება მოქალაქეების ფიზიკური მისვლისგან ამა თუ იმ სივრცეში, სადაც ბევრად მეტი გაყიდვების გენერირება არის შესაძლებელი. გვესმის, რომ საქმიანობის ეს ფორმა არის შეზღუდვა იმასთან შედარებით, რასაც არიან შეჩვეული, ამიტომ არის შეთავაზებული ეს საკომპენსაციო პაკეტი, ვგულისხმობ, 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას. ყველას ვურჩევ, სწრაფად აუღონ ალღო ცვლილებებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა და ბაზრობები ხვალიდან იხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები