მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი: "სწორედ სიმართლის მოსატანად მოვედი დღეს პარლამენტში"

5c93bfe7e5ba4
თელარა გელანტია
21.03.19 21:10
835
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტში „სიმართლის მოსატანად“ მოვიდა.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ მივიდა.

„მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მომისმინეთ. იყო კითხვა რატომ მოვედი აქ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე სალაპარაკოდ? სწორედ იმიტომ რომ გაჩნდა სპეკულაციები, იმიტომ რომ პარლამენტის მხრიდან იყო ოფიციალური მომართვაც ჩემს სახელზე, ისევე როგორც ძალიან ბევრი კითხვა, კომენტარიც გაჟღერდა ამ პროექტთან დაკავშირებით; რადგანაც უკვე რამდენიმე კომიტეტიდან იყო კითხვები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ დავლოდებოდი ამ კომიტეტების რიგს და მქონოდა შესაძლებლობა ყველა კომიტეტისთვის და ყველა პარლამენტარისთვის მომემართა და რაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

ამ პროექტში არ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია და როდესაც ჟღერდება ასეთი თუ ისეთი განცხადებები, სპეკულაციები მას უნდა დაუპირისპირო სიმართლე. სწორედ ამ სიმართლის მოსატანად მოვედი დღეს თქვენთან იმისთვის, რომ თქვენთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის მომეყოლა ის ფაქტობრივი მდგომარეობა რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით გვაქვს“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები