მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ხევსურეთში საგზაო ინფრასტრუქტურა დროულად უნდა მოწესრიგდეს

5b39d1442fff6
BM.GE
02.07.18 11:14
690
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო.
სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.

"გაიჭრა სრულიად ახალი გზა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, გასაწმენდი და დასასრულებელია გარკვეული მონაკვეთები. ამიტომ ამოვედით აქ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ ოპერატიულად დავგეგმოთ ეს სამუშაოები", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას“, - განმარტავენ სამინისტროში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები