მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილის სამეგრელოში ვიზიტი ანაკლიის მონახულებას არ ითვალისწინებს

5c9e18eebe61a
BM.GE
29.03.19 17:06
850

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ზუგდიდშია.

როგორც BM.GE-ს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის ვიზიტი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებით შემოიფარგლება. მათივე ცნობით, ეს ვიზიტი ერთდღიანია და ცქიტიშვილი ამჯერად ანაკლიაში ჩასვლას არ გეგმავს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობას, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტს, ასევე, ორი საბავშვო ბაღისა და დევნილთა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე ნამყოფი არ არის. ამ თემაზე დამატებითი განმარტება მან „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„“არ ვარ ნამყოფი ანაკლიაში, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ფაქტი რამენაირად ხელს უშლის პროექტის წარმატებულად განხორციელებას. მაგალითად, გუშინწინ ვიყავი დუშეთში, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელსაც მართავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შესაბამისად ჩემი იქ ჩართულობა, სხვათა შორის, ყოველგვარი ამუნიციის გარეშე, ვინაიდან ჩვენ მენეჯერები ვართ და არა მუშები, იყო აუცილებელი. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიაში ვარ თუ არა ნამყოფი და ამით იმის წარმოჩენა, რომ სახელმწიფო არ არის სათანადოდ დაინტერესებული ამ პროექტით, არის არასწორი და არის კიდევ ერთი ილეთი ამ პროცესის ამ კუთით წარმოსაჩენად... ვინაიდან პროექტი ხორციელდება, პირველ რიგში, ინვესტორის მიერ, უშუალოდ კონსორციუმის მენეჯმენტის სფეროა და ეს იყო ჩვენი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობაც, რომ ინვესტორმა უნდა მოიზიდოს დაფინანსებაც, მან უნდა მართოს სრულად ეს პროექტი, მათ შორის სამშენებლო პროექტი, მათ შორის, ოპერირებაც მოახდინოს და მართოს პორტი სამომავლოდ, ასე რომ ჩვენი პარტნიორობა და ჩვენი ურთიერთობა არ არის ჩემი და ბატონი მამუკა ხაზარაძის სეირნობა ანაკლიის სანაპიროზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია უშუალოდ მუშაობა და პირველ რიგში მუშაობა იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა გადაცემა „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიაში ჩასვლის შეთავაზების პასუხად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები