მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ზავრაშვილი: საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უპერსპექტივობის განცდას

6492f981bbed5
თელარა გელანტია
22.06.23 10:00
806
„კოლიერს ჯორჯია მაინინგ ენდ მინერალსის“ მმართველი პარტნიორი და წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის მაია ზავრაშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უპერსპექტივობის განცდას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას უიმედობას, ლეთარგიულ მდგომარეობაში ყოფნას, უპერსპექტივობის განცდას. ეს არასწორი განცდებია და არაა სასარგებლო“, - თქვა მაია ზავრაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის, მაია ზავრაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

„საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სჭირდება შრომა, ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ტალანტი და საკუთარი როლების გადააზრება - ბიზნესმა თავისი ფუნქცია უნდა გაიაზროს, სახელმწიფომ - თავისი და მინიმუმ, ამ ორმა ჯგუფმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს“, - თქვა მან.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს სამთომოპოვებითი სექტორის პოტენციალზე, ასევე გამოწვევებზე, რომელთაც დაძლევა მაია ზავრაშვილის აზრით, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს დარგში.

რეფორმებზე საუბრისას „კოლიერს ჯორჯია მაინინგ ენდ მინერალსის“ მმართველმა პარტნიორმა წიაღის რეფორმის მეორე ფაზის დასრულება გამოყო, რომელიც 2020 წელს დაიწყო და წიაღის სფეროს ახალი კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები