მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ზავრაშვილმა წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პოსტი დატოვა

5ec4d4204c45d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.20 11:00
4471
წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მაია ზავრაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. პოსტს  BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„ესეც ასე, i am done.ვტოვებ ემოციურად ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეს, სადაც ოდესმე მიმუშავია. მიხარია, რომ რჩება უამრავი ბოლომდე მიყვანილი საქმე რომელიც ამ ქვეყანას და სექტორს აუცილებლად გამოადგება. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ჩემს ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელებს, დიმა ქუმსიშვილს, გოგა ქობულიას, ნათია თურნავას. თქვენთან მუშაობა სასარგებლო იყო ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. მადლობა სააგენტოს გუნდს გაწეული შრომისთვის, ყველა კოლეგას და გულშემატკივარს. 4 წელი ძალიან მძიმეა მძიმე მრეწველობისთვის. წარმატებები ჩემს სააგენტოს”, - წერს სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, მაია ზავრაშვილი სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურაში იკავებდა სამართლებრივი უზრუნველუოფის სამმართველოს უფროსი, მთავარი სპეციალისტის პოზიციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში; იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე; იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მინისტრის მრჩეველი; ხოლო 2018 წლის 8 იანვრიდან წიაღის ეროვნული სააგნეტოს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები