მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ ლინჩის იახტის ჩაძირვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ლინჩ

ბრიტანელი ბიზნესმენის და ტექნოლოგიური მაგნატის, მაიკ ლინჩის იახტის ჩაძირვასთან დაკავშირებით გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. სიცილიის სანაპიროსთან ორშაბათს, 19 აგვისტოს სუპერიახტის ჩაძირვას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

მათ შორისაა მაიკ ლინჩის 18 წლის ქალიშვილი, ჰანა ლინჩი. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო ბანკ Morgan Stanley-ის თავმჯდომარე, ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე და იურისტი კრის მორვილო.

ადგილობრივი დროით 05:00 საათზე შტორმის გამო სუპერიახტა Bayesian-მა კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩაიძირა.

ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ ჩაიძირა გემი, რომელსაც მწარმოებელი "ჩაუძირავს" უწოდებდა მაშინ, როდესაც ახლომდებარე მცურავი საშუალებები აბსოლუტურად უვნებლები დარჩნენ.

საინტერესოა, რომ გემზე მაიკ ლინჩი და მისი ახლო წრე იმ სასამართლო დავის გამამართლებელი განაჩენით დასრულებას აღნიშნავდნენ, რომელიც 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მილიარდერი ბიზნესმენის მიერ $11 მილიარდის მითვისებას იძიებდა.

ცნობისთვის, მაიკ ლინჩის სახელს უკავშირდება პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Autonomy-ის (შემდგომში HP-ის) დაფუძნება. ამასთან, იგი იყო ვენჩურული კაპიტალის ფირმა Invoke Capital-ის დამფუძნებელი, რისი საშუალებითაც ლინჩი ევროპულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს აფინანსებდა. მისი მხარდაჭერით შეიქმნ კიბერუსაფრთხოების კომპანია Darktrace და იურიდიულ-ტექნოლოგიური კომპანია Luminance.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები