მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პენსი ტრამპის მეტოქე გახდა, იგი აშშ-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

647e411700d94
ალა ისპირიანი
06.06.23 01:00
880
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

63 წლის მაიკ პენსი თავის საარჩევნო კამპანიას ოთხშაბათს აიოვაში სიტყვით გამოსვლით ფორმალურად დაიწყებს. ამ ნაბიჯით, მაიკ პენსი რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე გახდა, რომლის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი რეიტინგით მას ბევრად უსწრებს.

მაიკ პენსი, რომელიც საკუთარ თავს აღწერს „ქრისტიანად, კონსერვატორად და რესპუბლიკელად“, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში მისი მოადგილე იყო. თუმცა, 2021 წლის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ პენსი ტრამპისგან დისტანცირდა.

მარტში პენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ თავისი მომხრეების წაქეზებამ პენსის ოჯახის და იმ დღეს კაპიტოლიუმში მყოფი ყველა პირის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები