მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაიკ პომპეო უკრაინული სამხედრო კომპანია Fire Point-ის საბჭოს წევრი გახდა

მაიკ პომპეო

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში (2018-2021 წლებში), აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკრაინული სამხედრო კომპანიის, Fire Point-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.

უკრაინის დრონებისა და რაკეტების წამყვანმა მწარმოებელმა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის საბჭოში შეყვანაზე ინფორმაცია 17 ნოემბერს გაავრცელა. როგორც Reuters წერს, პომპეოს ახალშექმნილ მრჩეველთა საბჭოში მიწვევა მიმდინარე ანტიკორუფციულ გამოძიებას უკავშირდება.

"მდივან პომპეოს სტრატეგიული ხედვა და გლობალური საკითხების სიღრმისეული ცოდნა იქნება ფასდაუდებელი ჩვენი მმართველობის პრაქტიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, Fire Point-ი უახლოეს თვეებში დანიაში ქარხნის აშენებას გეგმავს. კორუფციასთან ბრძოლა და მმართველობის გაუმჯობესება კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის პირობებში, დასავლეთი მეტ ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები