მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პომპეოს ვიზიტი - აშშ–საქართველოს ეკონომიკური კავშირები რიცხვებში

BM.GE
18.11.20 23:22
606
ანაკლიის პორტი, სასამართლოს რეფორმა… საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც არასამთავრო სექტორმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. განცხადება ამერიკის საელჩომაც გაავრცელა, სადაც წერია: სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში, თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა, მხარდაჭერის გასაგრძელებლად.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები