76 წლის მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა, შესაძლოა, 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი.
Politico წერს, რომ მან აიოვას შტატში დემოკრატიული პარტიის წევრებთან რამდენიმე დახურული შეხვედრა გამართა.
გამომცემლობის მიხედვით, ბლუმბერგი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩაბმას სერიოზულად განიხილავს.
მას შეხვედრა დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან ტროი პრაისთან, ასევე ყოფილ გუბერნატორ ტომ ვისლაკთან ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ბლუმბერგი წლების განმავლობაში იკავებდა ნიუ-იორკის მერის თანამდებობას; ასევე სურდა, მონაწილეობა მიეღო 2008 და 2012 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში.
Forbes-ის მიხედვით, მისი ამჟამინდელი ქონება $45.8 მილიარდს შეადგენს. მაიკლ ბლუმბერგი ცნობილი გამომცემლობის Bloomberg-ის დამფუძნებელია, რომლის შემოსავალიც გასულ წელს $9.6 მილიარდი იყო.