გარდაცვლილი პოპმომღერალი, მაიკლ ჯექსონის რანჩო მილიარდელმა, რონ ბერკლიმ 22 მილიონ დოლარად იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კალიფორნიაში, ლოს-ოილივოსში, მილიარდელმა ჯექსონის რანჩო, საწყის ფასზე ოთხჯერ იაფად იყიდა. მყიდველების ნაკლებობის გამო, ჯექსონის რანჩოს ღირებულება საგრძნობლად გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ რანჩო გასაყიდად პირველად 2015 წელს გამოიტანეს და მისი ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. შარშანდელი მონაცემებით, რანჩოს ღირებულებამ მხოლოდ 31 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
პოპ-მომღერალმა Neverland-ი მისი პოპულარობის პერიოდში 1987 წელს იყიდა. ჯექსონმა თავდაპირველად 19.5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა რანჩოში, რომელსაც მან გამოგონილი კუნძულის სახელი დაარქვა, სადაც ბავშვები არასდროს იზრდებიან ჯ.მ. ბარის, პიტერ პენის სიუჟეტის მიხედვით.