BusinesInsider ყველაზე მდიდარი და ცნობილი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ახალ ფინანსურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ყოფილ კალათბურთელს და NBA-ს 6 გზის ჩემპიონს $1.65 მილიარდის ღირებულების აქტივები აქვს. მისი წლიური შემოსავალი გასულ წელს $100 მილიონს შეადგენდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე Lebron James, Kevin Durant, Stephen Curry-ის ან სხვა რომელიმე მოქმედი კალათბურთელის შემოსავალი. მაიკლ ჯორდანთან ყველაზე ახლოს Lebron James დგას, რომელმაც ხელფასიდან და სხვადასხვა კონტრაქტებიდან $90 მილიონი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, Michael Jordan-მა კარიერის განმავლობაში გაცილებით ნაკლები თანხა, $93.8 მილიონი გამოიმუშავა ხელფასის სახით, რაც ახლანდელ 1 წლის შემოსავალზე ნაკლებია. მხოლოდ ბოლო ორი სეზონის შემოსავალი Chicago Bulls-იდან $63.3 მილიონი იყო. შეგახსენებთ, რომ Michael Jordan-მა 2010 წელს NBA-ს გუნდი, Charlotte Hornets შეიძინა $275 მილიონად და ის კლუბის 90%-ს ფლობს, ახლა კი მისი ღირებულება $1 მილიარდია. Michael Jordan ამერიკაში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 455-ე ადგილს იკავებს.