მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯორდანმა საქველმოქმედო ფონდ Make A Wish-ისთვის $10 მლნ გაიღო

63edf08581c9b
ირაკლი მოდებაძე
16.02.23 14:00
619
NBA-ის ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა საქველმოქმედო ფონდ Make A Wish-ისთვის მილიონობით დოლარი გაიღო. Make A Wish 1980 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 2.5-დან 18 წლამდე ასაკის უმძიმესი დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლ ბავშვებს ოცნებებს უსრულებს.

ჯორდანმა საკუთარი 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად (17 თებერვალს 60 წლის ხდება), ფონდს 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ორგანიზაციის ისტორიაში, ერთ ადამიანს ამ რაოდენობის შემოწირულობა არასდროს გაუკეთებია.

მაიკლ ჯორდანი Make A Wish-თან 1989 წლიდან თანამშრომლობს და 2008 წელს, ორგანიზაციის საპატიო ელჩი გახდა. ყოფილმა კალათბურთელმა 100-ზე მეტ ბავშვს აუსრულა ოცნება. იგი ყველაზე მოთხოვნადი ცნობილი სახეა, რომელთან შეხვედრაც უმძიმეს დაავადებებთან მებრძოლ პატარებს სურთ.

ცნობისთვის, ბოლო დონაციამდე ჯორდანს ორგანიზაციისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი უკვე შეწირული ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები