მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ქოუგილი: ყველას გვინდა, რომ უფრო მეტი FDI შემოვიდეს საქართველოში

5e382b7f584a6
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.20 18:21
1028
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მთავრობისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეს გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იყო. 

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) პრეზიდენტის მაიკლ ქოუგილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი საკითხთა ფართო სპექტრს შეეხოლ მათ შორისაა შრომის კოდექსი, საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობა და სამშენებლო ნებართვების საკითხები.

“თუ რატომ მოხდა სხდომის გადადება, ამაზე ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ცვლილებამ იმოქმედა სხდომის თარიღზე, თუმცა საბჭომ განაახლა მუშაობა. ეს არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს იმ საკითხების განსახილველად, რომელიც ყველაზე აქტუალურია. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, ყველას გვინდა, რომ უფრო მეტი FDI შემოვიდეს საქართველოში, რათა გაიზარდოს ეკონომიკა და შემცირდეს სიღარიბე. დღეს კონკრეტული საკითხები განვიხილეთ. მათ შორის ახალი შრომის კოდექსი, გადახდისუუნარობის კანონმდებლობა, არის კანონი საინვესტიციო ფონდებზე, ჩვენ წევრებს ასევე აინტერესებდათ მშენებლობასთან დაკავშირებით და სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით თემები - ეს არის ის საკითხები, რომლებიც განხილვას და გადაჭრას საჭიროებს.

ამასთანავე, დღეს ახალ ბიზნესომბუდსმენსაც შევხდით, ჩვენ მოვუსმინეთ მას, ასევე მოვუსმინეთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ექვსი მინისტრი ესწრებოდა სხდომას. ასევე ისაუბრეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც", -  განაცხადა მაიკლ ქოუგილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები