ყოფილი პრემიერი და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს 22 საათზე, სამი ყველაზე რეიტინგული არხის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, თუმცა იქამდე, bm.ge -მ გადაწყვიტა თავისი პროფილიდან გამომდინარე, ყურადღება იმ კითხვებზე და პრობლემებზე გაემახვილებინა, რომელიც ბოლო დროს ქართულ ბიზნესს დაუგროვდა.
კომპანია „ჩირინას“ დამფუძნბელი ამბობს რომ მთავარი კითხვა შეეხება საკითხს, რა გადასახადებს იხდის იხდის ყოფილი პრემიერი.
„ მაინტერესებს ყოფილი პრემიერი რა გადასახადებს იხდის და რა თანხები შეაქვს ჩვენს ბიუჯეტში, როცა ადამიანი პილიტიკაში მოდის გვინდა ის უფრო გამჭვირვალე იყოს, სადაა ინფორმაცია მის მიერ გადახდილი გადასახედების შესახებ. ასევე არსებობს კითხვა რა გავლენები აქვს მას მთავრობაზე და იგივე სასამართლოზე, გავლენები უნდა იყოს ღია“, -ამბობს ვაშაკიძე.