მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაინტერესებს, როგორ შეიცვალა მოსახლეობის და ხელისუფლების მენტალობა სსრკ-ის შემდეგ"

5c69021e0296f
თათია ჩაფიჩაძე
17.02.19 13:20
1041
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტის და პოპულარული ტელეწამყვანის დავი რუდტის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრ წარმატებას მიაღწია, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი კორუფციასთან ბრძოლა და ეფექტური მომსახურების სისტემების დანერგვაა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით საქართველოში მყოფმა ეკონომისტმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„საქართველო საბაჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მაინტერესებს მისი თავისუფალი ბაზრის მიმართულებით გადასვლის პროცესები. ცენტრალურ ეკონომიკურ სისტემებს ტიპიურად მაღალი კორუფცია და მომსახურების დაბალი ხარისხი ახასიათებთ. არაეფექტიანობის ბევრი პრობლემაა. საქართველომ ამის გამოსწორების თვალსაზრისით, ბევრ რამეს მიაღწია. მე მაინტერესებს, მოსახლეობის და ხელისუფლების მენტალობა როგორ შეიცვალა. თქვენ გაქვთ საჯარო მომსახურების, სწრაფი მომსახურების ცენტრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მომსახურების მიწოდების მხრივ ეფექტიანობა, საოცარია“, - განაცხადა დავი რუდტმა „საქმიანი დილის“ ეთერში.

რუდტი ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანიის - “Efficient Group”-ის თანადამფუძნებელია და იურიდიული თუ ფიზიკური პირების რამდენიმე ასეულმილიონიანი საინვესტიციო კაპიტალის შემცველ პორტფელს მართავს.

რუდტის ვიზიტის მიზანი, უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება და საქართველოს, როგორც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნის პოპულარიზაციაა.