მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისიდან დღემდე ენერგეტიკულ ბირჟაზე 38 873 მგტვ ელექტროენერგია გაიყიდა

ენერგეტიკული ბირჟა

მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მეშვეობით, 38 873 მეგავატი ელექტროენერგია გაიყიდა, რაც დაახლოებით 38.8 მლნ კვტ.სთ-ია.

თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ივლისში ბირჟაზე ვაჭრობა არ ყოფილა. საშუალო ფასი კვტ.სთ დაახლოებით 11.5 თეთრი იყო, რაც ნაკლებია საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე (მაისში 14 თეთრი).

ენერგეტიკულ ბირჟაზე გასულ წელს 130 მლნ-მდე კვტ.სთ ელექტროენერგიით ივაჭრეს, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას თითქმის 7.5-ჯერ აღემატებოდა. საშუალო ფასი კი 13.14 თეთრი იყო.

ბირჟის წლიური ანგარიშით, 2025 წელს ბირჟაზე არსებული ფასი საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დაბალი იყო. შედეგად მყიდველებმა 2025 წელს 2.2 მლნ ლარი დაზოგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები