მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისიდან Uzbekistan Airways ბათუმიდან დაიწყებს ფრენებს

645e20c3bf55c
მარიამ ვარადაშვილი
12.05.23 15:23
992
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიები ფრენებს განაახლებენ. 18 მაისიდან ტაშკენიტის მიმართულებით Uzbekistan Airways დაიწყებს ფრენებს. ივნისიდან Armenia Airlines- ის სომხეთის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.

ყაზახეთში ივნისიდან Air Astana აღადგენს ფრენებს ალმათის, ხოლო Scat აკტაუს მიმართულებას. ივნისიდან ასევე Buta Airways ბაქოს მიმართულებით აღდგენს ფრენებს, Flydubai აღადგენს ფრენებს დუბაის მიმართულებით, და Flynas დაამატებს დამამის და ჯედას მიმართულებებს საუდის არაბეთში. 31 ივლისიდან Getjet დაამატებს ვილნიუსის მიმართულებით რეისებს.

ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 13 ავიაკომპანია 9 ქვეყანაში 9 მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები