მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისის ბოლოსთვის ქვეყანაში ყოველდღიურად 2000 - 2500-მდე ტესტის ჩატარება იგეგმება

5eaab5a12afe9
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.20 15:42
1328
NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ზე ჩატარებული კვლევების რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს - 1,096-ს მიაღწია. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევების სიმძლავრის გაზრდა და მაისის 15 რიცხვამდე დღეში 1700 ტესტირებამდე ასვლა, ხოლო მაისის ბოლომდე კი, დღეში 2000 - 2500 ტესტირებამდე ასვლა იგეგმება. 

"მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ უფრო გაფართოვება ლაბორატორიული კვლევების. ძირითადი აქცენტი აქაც ხაზს ვუსვამ არის კვლევებზე.  დღეს გვქონდა პიკი, 1096 ტესტირება ჩატარდა ქვეყნის 12 ლაბორატორიაში. შესაბამისად, 5-დან ავედით 12 ლაბორატორიამდე, მომდევნო კვირიდან კი კიდევ 3 ლაბორატორიის დამატება არის გათვალისწინებული. გვინდა, რომ მაისის 15 რიცხვამდე, ჩვენ დღიურად 1500-დან, 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. მაისის მეორე ნახევარში კი გვინდა დღეში 2000-დან 2500 კვლევამდე ავიდეთ. ეს არის აუცილებელი, რათა ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევებზე," - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

30 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 539, გამოჯანმრთელების 179 და გარდაცვალების 6 შემთხვევა არის აღრიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები