მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა - TBC Capital

სს

TBC Capital-მა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით გაიზარდა და 1, 411 გვტ.სთ შეადგინა.

კერძოდ:

  • ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურ ჭრილში 6.6% -ით გაიზარდა;
  • ქარის სადგურების გამომუშავება შემცირდა 14.1%-ით;
  • თბოსადგურებს, კი მაისში მათ მიერ ელექტროენერგია არ გამომუშავებულია;

რაც შეეხება, ელექტროენერგიის მოხმარებას, 2024 წლის მაისში 1,050 გვტ.სთ შეადგინა და და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა.

საცალო ზრდამ 1.6% შეადგინა, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 13.9%-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება მაისში წლიურად 11.1%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები