იმპორტის მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით $59 მილიონით შემცირდა და $751 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7.3%-იან შემცირებას ნიშნავს.
მთლიანობაში მაისის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1,085,000,000 შეადგინა, რაც 2018 წლის მაისთან შედარებით 4.2%-ით ნაკლებია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ იმპორტის შემცირებაა.
იანვარ-მაისის სტატისტიკა
2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $4,95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი $1,46 მილიარდი აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $3,49 მილიარდი აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში $2,02 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

























