უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ, მაისში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმაზე 18 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.9% მოდიოდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებზე მთლიანი გზავნილების 39.19% მოდის, დანარჩენ ქვეყნებზე კი 60.81%. ევროკავშირის ქვეყნებიდან ლიდერობს იტალია, საბერძნეთი და გერმანია. თუმცა, ყველაზე მეტი თანხა რუსეთდან არის გადმორიცხული.
2019 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2018 წლის მაისის(19.7 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით 3.9%-ით მეტია.

























