მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში კახეთის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ხეივანზე McDonald’s-ის რესტორნები გაიხსნება

5e12fff281176
თელარა გელანტია
07.01.20 14:00
1168
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ინფორმაციით, გაზაფხულზე McDonald’s-ის ქსელს 2 რესტორანი შეემატება.

მისი თქმით, მაისში McDonald’s-ის რესტორნები კახეთის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ხეივანზე გაიხსნება.

როგორც bm.ge-ის ბიზნესმენმა განუცხადა, წლის განმავლობაში, ჯამში, 38 მლნ ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

საინვესტიციო პროექტებს შორის აღსანიშნავია McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხანა, რომლის მშენებლობა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 6 მლნ ევროა.

ასევე, თებერვლის ბოლოსთვის სრულად დამთავრდება „კოკა-კოლას“ ქარხნის ნატახტარში გადატანა. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 27 მლნ ევრომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები