მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ხელფასის მიმღებთა რიცხვი წლიურად 1 012 440-მდე გაიზარდა - როგორია სახელფასო კატეგორიების მაჩვენებელი?

ხელფასი

მაისის მონაცემებით, ქვეყანაში თვიურ ხელფასს, 1,012,440 პირი იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით უცვლელი, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2026 წლის მაისში ხელფასის მოცულობების მიხედვით, მიმღებთა რაოდენობები ასე შეიცვალა:

  • 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საერთო რაოდენობის 3% იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია და 114 405 ადამიანს შეადგენს.
  • 600-დან 1200 ლარამდე ხელფასს 18% ანუ 182 239 ადამინი იღებდა, წინა თვესთან შედარებით ეს რიცხვი არ შეცვლილა;
  • 1200-დან 2400 ლარამდე ხელფასს 35% ანუ 354 354 ადამიანი იღებდა და წინა თვესთან შედარებით ამ პირთა რაოდენობა 1 პპ-ით გაიზარდა;
  • 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 35.8% იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
  • 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.1% ანუ 31 385 პირი იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები