მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში მშენებლობა წლიურად 5%-ით გაძვირდა

მშენებლობა

მაისში მშენებლობა გაძვირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 5%-ით გაიზარდა.

ზრდა ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.3%-იანი ზრდით, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება წლიურ ზრდას, საქსტატის ინფორმაციით, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.8%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, ჯამური ინდექსის ცვლილებაში 3.62 და 1.23 პროცენტული პუნქტი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 23%-ით არის გაზრდილი.

მაისში გაძვირებულია შემდეგი ტიპის მშენებლობები:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9%-ით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6%-ით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.2%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები