მაისში საარსებო მინიმუმი შემცირდა და საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 142,3 ლარი შეადგინა. წლიურად საარსებო მინიმუმი 0,9 ლარით არის შემცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 160,6 ლარი შეადგინა.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 269 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 227,6 ლარია, სამსულიანის 259 ლარი, ხოლო ოთხულიანის კი 284 ლარი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

























