ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ აპრილთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
სტრუქტურულად, საქართველოდან გადარიცხვების უდიდესი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. ამ მიმართულებით მაისში 17.5 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც მთლიან მოცულობაში ყველაზე მაღალ წილს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა „სხვა ქვეყნების“ კატეგორია 11.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ, სადაც საქართველოდან 8.1 მილიონი დოლარი გადაიგზავნა.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით განაწილება აჩვენებს, რომ TOP 10 მიმართულებას შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 7.2 მილიონი დოლარით. მეორე ადგილზეა თურქეთი 5.4 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზე რუსეთია 4.4 მილიონი დოლარით.
საქართველოდან გადარიცხვების TOP 10 მიმართულება ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი — 7.2 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი — 5.4 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი — 4.4 მლნ აშშ დოლარი;
- საბერძნეთი — 2.17 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა — 2.16 მლნ აშშ დოლარი;
- უზბეკეთი — 1.8 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი — 1.5 მლნ აშშ დოლარი;
- იტალია — 1.4 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია — 1 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ — 958 ათასი აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, 2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მაისში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა 64 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას 56 მილიონი დოლარით იკავებს იტალია, საიდანაც გზავნილები 6%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან გადმორიცხული თანხა კი 11%-ით, 49 მილიონ დოლარამდე გაიზარდა




























