წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი 11%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 7,7%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 3,4% შეადგინა. მაისში აპრილტან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია, ხოლო იმპორტი კი შემცირებული.
მაისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოტა რაოდენობამ 3662 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 0,4%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, მაისში საბიუჯეტო შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად ხარჯებმა 683,5, ხოლო შემოსავლებმა კი 730,2 მილიონი შეადგინა.

























