მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 17,7%-ით გაიზარდა

576660c1ca5bb
BM.GE
19.06.16 13:02
1665
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მაისში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი დადიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 102,5 ათასი ტონა, რაც 15,4 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმაშეადგინა 48,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 53,8 ათასი ტონა.
 
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის მაისის თვეში საქართველოშიბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,0 ათასი ტონა ანუ 67,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,5 ათასი ტონა ანუ 31,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,1 ათასი ტონა ანუ 0,1%.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის მაისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 42,5 ათასიტონა, რაც მთელი იმპორტის 41,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 18,4 ათასი ტონა (18,0%), რუსეთი - 16,2 ათასი ტონა (15,8%), ბულგარეთი - 11,4 ათასი ტონა (11,1%), თურქმენეთი - 7,8 ათასი ტონა (7,6%), საბერძნეთი - 3,7 ათასი ტონა (3,6%), თურქეთი - 1,6 ათასი ტონა (1,6%), უკრაინა - 0,8 ათასი ტონა (0,8%).

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც: მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 9,0 ათასი ტონასანავთობო ბიტუმი, რაც 3,7 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2016 წლის მაისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,0 ათასი ტონა, რაც 4,3 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები