მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 4,8 მილიონი ლარით შემცირდა

57610632a5714
BM.GE
15.06.16 11:24
1504
მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 203.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.9 პროცენტით (4.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 89.9 პროცენტი მოდიოდა.

მათ შორის, 10,6 მილიონი დოლარი შემოვიდა საბერძნეთიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 11 პროცენტია. 10,2 მილიონი დოლარის ტრანსფერი განხორციელდა იტალიიდან, ხოლო ესპანეთიდან კი 2,5 მილიონის. 2,4 მილიონი დოლარით განისაზღვრა ფულადი გზავნილები გერმანიიდან. 31 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსეთიდან, ქვეყნის წილი მთლიან მოცულობაში 33 პროცენტია. 9,9 მილიონი დოლარი შეადგინა ტრანსფერებმა ამერიკიდან, თურქეთიდან კი 7,5 მილიონი.

2016 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (34.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მლნ აშშ დოლარისა (30.9 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები