მაისში ინფლაცია ბოლო ერთ წელში ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. გასულ თვეს წლიურად ფასების საერთო დონე 2%-ით გაიზარდა, თვიურ ჭრილში კი ინფლაცია 0.4%-ი იყო. ფასების მატება მათ შორის საწვავის გაძვირებითაა განპირობებული. ბოლო ერთ წელში ადგილობრივ ბაზარზე ბენზინი 31%-ითა გაძვირებული. რაც შეეხება სურსათის ფასებს, ერთ წელში სურსათის ჯგუფში შემავალი პროდუქცია 0.7%-ით გაძვირდა. ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების ფონზე კი ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების დამატებით ზრდას არ გამორიცხავს. ნუცა შუბაშვილი გაეცნო კერძო სექტორის და ეკონომისტების მოლოდინებს.