მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Majorel იყიდება – ვინ არის ინვესტორი და რამდენს იხდის ის?

644a394609a5e
გიორგი თოლორდავა
27.04.23 13:10
4074
ფრანგული ტექნოლოგიური კომპანია Teleperformance ლუქსემბურგში დაფუძნებული Majorel-ის ყიდვას 3.3 მილიარდ დოლარად გეგმავს.

Teleperformance-ის ძირითადი საქმიანობა სოციალური პლატფორმების, მათ შორის, TikTok-ის, Instagram-ისა და Amazon-ის კონტენტის მოდერაციაა. Majorel-იც სწორედ მსგავს ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რაც კომპანიების შერწყმას სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ფრანგული კომპანიის მფლობელები მზად არიან, Majorel-ის აქციების სანაცვლოდ 43%-იანი პრემიუმი გადაიხადონ.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Majorel-ის აქციონერები ნაღდ ფულს და Teleperformance-ის აქციებს მიიღებენ, უფრო კონკრეტულად, კომპანიის 7.2%-იან წილს.

Teleperformance-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 14 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ევროპაში დამფუძნებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა. Majorel-ის საბაზრო შეფასება კი, როგორც გარიგებიდან ირკვევა, $3.3 მილიარდს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები