მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაჟორიტარის ბიუროების საქმიანობა მოკლებულია კონკრეტულ შედეგებს"

5b51cff6e5b1d
ელენე გოგბერაშვილი
20.07.18 16:10
813

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობას ყოველწლიურად იკვლევს. პრობლემა, რასაც ორგანიზაცია ყოველწლიურად აწყდება, ბიუროების თანამშრომლებთან დაკავშირებას და მათი საქმიანობის შესახებ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მიღებას უკავშირდება. ორგანიზაცია აღნიშნავს ასევე, რომ ბიუროების საქმინაობა მხოლოდ მოქალაქეებსა და თვითმმართველობებს შორის შუამავლის ფუნქციით შემოიფარგლება და საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებზე.

„ძალიან რთულია და კვლავ პრობლემაა, როგორც წინა წლებში, ბიუროების წარმომადგენლებთან დაკავშირება. ეს იქნება გამოწვეული თანამშრომელთა ცვლილებით თუ სხვა მიზეზებით.  მათი საქმიანობა უკავშირდება შუამდგომლობების განხორციელებას თვითმმართველობების ორგანოებთან მიმართებით. ფაქტობრივად ისინი ასრულებენ შუამავლის როლს მოქალაქესა და თვითმართველობას შორის. მნიშვნელოვანია მათი გამჭვირვლობის ხარისხი იყოს მაღალი და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იყოს საჯარო.

სამწუხაროდ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის მსგავსი შინაარსის, რომელიც მოიცავს მოქალაქეთა მიმართვებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მოკლებულია შინაარსობრივ დეტალზიაციას, რომელიც კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს საკანონდმებლო მოცემულობა და უფლბამოსილების ფარგლები, რაც ბიუროს გააჩნია. ამიტომ  მათი საქმიანობა შესაძლოა არ იყოს ქმედითი და ეფექტური, ისეთი, როგორი მოლოდინიც შეიძლება მათ ამომრჩევლებს ჰქონდეთ“-აცხადებს bm.ge-თან თამარ ტატანაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარი.

შეგახსნებთ, სახელმწიფოს 73 პარლამენტის წევრი მაჟორიტარის ბიუროს შენახვა 4 მილიონზე მეტი უჯდება. 2018 წელს მაჟორიტარის ბიუროების წლიური ფონდი 4 მლნ 392 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები